14 თებერვალს, კომაროვის სკოლაში ლაბორატორიული ფიზიკის ტურნირი ჩატარდა!

14 თებერვალს, კომაროვის სკოლაში ლაბორატორიული ფიზიკის ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება იყო შიდა საკლასო და მასში მონაწილეობას იღებდნენ მეშვიდე კლასელი მოსწავლეები. 


მოსწავლეებს, ფიზიკასთან დაკავშირებით სასურველი ცდა უნდა მოემზადებინათ და მათთვის ერთი შეხედვით აუხსნელი ფენომენები გამოეკვლიათ. ამ ყველაფრის განსახორციელებლად მათ უნდა გამოეყენებინათ PASCO scientific-ის სპეციალური ხელსაწყოები და სენსორები. მოცემული ტურნირი თავის თავში ასევე მოიაზრებდა PASCO scientific-ის (ლაბორატორიული სამუშაოებისთვის სპეციალურად განკუთვნილი დანადგარების) პირველი დონის შეჯამებას. 


ოთხმა გუნდმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოხსენება წარადგინა, რის შემდეგაც ჟიურის წევრებმა გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს.


ზემოთ